სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში მოღვაწე საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

2021-07-19 10:46:00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ რეგიონში მოღვაწე საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე რწმუნებულმა პირადად მოისმინა რეგიონში საგანმანათლებლო სფეროში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

გიორგი ურუშაძემ განათლების სფეროს წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.