სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა საქართველოში ისრაელის ელჩ რან გიდორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2021-07-19 10:52:00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ საქართველოში ისრაელის ელჩ რან გიდორთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

რწმუნებულმა ელჩს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

მხარის რწმუნებულთან, პარლამენტის წევრთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, პარტნიორი ორგანიზაციის „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტთან, ზაურ ოსეფაიშვილთან და კლუბის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ელჩმა რეგიონში არსებული რამდენიმე ადგილობრივი სკოლა მოინახულა, რომელთაც Mashav-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით წყლის გასაფილტრი თანამედროვე დანადგარები გადაეცათ.

„მოხარული ვარ, რომ დღეს გურიის რეგიონს საქართველოში ისრაელის ელჩი ბატონი რან გიდორი სტუმრობს. მე მას რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია. ასევე ვიმსჯელეთ სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. აღსანიშნავია რომ ებრაელი ხალხის დახმარებით გურიაში არსებულ რამდენიმე სკოლას წყლის გასაფილტრი თანამედროვე დანადგარები გადაეცათ, რისთვისაც დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ გიდორს და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადავუხადე,“- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვეწვიე გურიის რეგიონს წელს უკვე მეორედ. აქ იმისთვის ვარ, რომ მხარი დავუჭირო საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს შალომ კლუბი, ისრაელის მთავრობის საერთაშორისო დახმარებისა და კორპორაციის სააგენტოს კლუბი. "შალომი" არის თბილისის ისრაელის საელჩოს წარმომადგენლობა, ფილიალი და შალომ კლუბის დახმარებით გურია განახორციელებს მრავალ პროექტს. კერძოდ დღეს მე აქ ვარ რათა მხარი დავუჭირო უკვე დაწყებულ პროექტებს, რომელთა მიზანია მიაწოდოს ადგილობრივ სკოლებს წყლის გამწმენდი აღჭურვილობა ისრაელიდან, რომელიც ძალიან იაფი და მარტივად ხელმისაწვდომია და ბავშვებს სუფთა, გაწმენდილ დასალევ წყალს აწვდის. ეს საკითხი ადგილობრივ ხელისუფალთან განვიხილე და მიხარია, რომ ისინიც უჭერენ მხარს ამ პროექტს და მზად არიან სამომავლო თანამშრომლობისთვის,“- განაცხადა ისრაელის ელჩმა.