სიახლეები

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ოზურგეთში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ

2021-07-19 11:40:00

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ოზურგეთში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ დღეს მოაწერეს. ღონისძიებას გურიის მხარის სახელმწიოფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ესწრებოდა.

აღნიშნული მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათ სრულყოფილ ინტეგრაციას.

დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ოზურგეთის მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან. კონკრეტულ მსჯავრდებულთან ან განრიდებულ პირთან გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იქნება შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, ვადა, სამუშაო ადგილი და სხვა.