გურიის რეგიონში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს
გურიის რეგიონში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.
მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში მობილიზებულია ოთხი ამცრელი ჯგუფი და ვაქცინის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს შეუფეხებლად შეეძლებათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.
„გურიის რეგიონში მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩართულია რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტი. ვაქცინაცია ერთადერთი სწორი გამოსავალია მსოფლიოში არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასთან COVID-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად. იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს გაიარონ რეგისტრაცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. გავიკეთე აცრა, თავს ვგრძნობ კარგად. სწორედ ვაქცინაციის ინტენსიური ჩატარებით უნდა შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა ასევე, მოსახლეობის მაღალი ჩართულობით ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება, “- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.
საყოველთაო აცრის დღეს ვაქცინის მსურველ მოქალაქეთა რიგებში დგანან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მათშორის არიან ექიმები და პედაგოგები.
„ვაქცინა გავიკეთე იმიტომ, რომ დავიცვა ჩემი ოჯახის წევრები, შვილები და უახლოესი ადამიანები. ვარ საბავშვო ბაღის აღმზრდელი და მინდა ვიზრუნო ჩვენი აღსაზრდელების ჯანმრთელობაზე. სასწავლო წლის დაწყებისთვის უკვე ვიქნები ორჯერ ვაქცინირებული და ჩვენი პატარებისთვის შევქმნი უსაფრთხო გარემოს. მოგიწოდებთ ყველას, რომ გაიკეთოთ ვაქცინა და დავამარცხოთ მსოფლიო პანდემია,“- სოფელ ცხემლისხიდის საბავშვო ბაღის ამღზრდელი ქეთევან მემარნიშვილი.