სახელმწიფო რწმუნებული კომპანია Open Net-ის წარმომადგენლებს შეხვდა
2021-07-23 11:12:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, კომპანია Open Net-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
სტუმრებმა რწმუნებულს გააცნეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ, რაც გულისხმობს 140 კმ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც 49 დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ 28 000-ზე მეტ მოსახლეს შესაძლებლობას აძლევს ჰქონდეთ წვდომა მაღალი ხარისხის ინტერნეტზე, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შემოდგომისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გასაყვანად ახალი ტენდერის გამოცხადება იგეგმება.