სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

2021-07-23 14:47:00

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ხანიშვილს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში აგრარულ სექტორში მიმდინარე პროექტები განიხილეს. აღინიშნა, რომ სახელმწიფო ხელშემწყობ სხვადასხვა პროგრამასთან ერთად, კვლავაც აგრძელებს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს, რაც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

რეგიონში ყოფნისას გიორგი ხანიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და რწმუნებულთან ერთად, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო და მეთხილე ფერმერებს შეხვდა.

გიორგი ურუშაძის განცხადებით, ხელშემწყობი პროგრამებისა და ფერმერების ცნობიერების ამაღლების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია რეგიონში თხილის მოსავალი.