გურიაში საქმიანი ვიზიტით პოლონეთის დელეგაცია იმყოფებოდა
გურიაში საქმიანი ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის, ზედა სილეზიის მთავრობისა და მეწარმეთა დელეგაცია იმყოფებოდა.
დღეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ურუშაძეს იაკუბ ჩესტოვსკი - სილეზიის რეგიონის მარშალი, იან კაულოკი - სილეზიის სავოევოდოს რეგიონალური პარლამენტის თავმჯდომარე, ვოიჩეკ კაჟუნა - სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალი და სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ.
ვიზიტის მიზანს საქართველოსთან სამეწარმეო თანამშრომლობის განვითარება, ეკონომიკური აქტივობების დაგეგმვა და აღმოსავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ რეგიონის, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა რაიონის შესახებ სტუმრებს საინვესტიციო პროფილისპრეზენტაცია წარუდგინა.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: პანდემიის პირობებში მეწარმეთა ხელშეწყობა; სილეზიის შეთავაზების პაკეტი ინდუსტრიის დარგებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით; ეკონომიკური აქტივობებისა და რეგიონში უცხოური ინვესტიციების შემოდინების ხელშეწყობა.
მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.