გურიაში ახალგაზრდული რეგიონული ფორუმი გაიმართა
2021-08-10 18:40:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე დაესწრო.
ფორუმის მიზანს „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ში ასახული პრიორიტეტული მიმართულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი კონკრეტული აქტივობების შემუშავება წარმოადგენს.
ფორუმზე სააგენტომ ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტის სამოქმედო გეგმის ამ ეტაპზე შემუშავებული ვერსია წარადგინა. ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო ,,სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025"-ის საქმოქმედო გეგმის შემუშავებისას გაითვალისწინებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა ,,ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა“, გაიმართა სამუშაო შეხვედრები ადგილობრივ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, სადაც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მიმდინარე წელს დამტკიცდა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, გაიწერა 3 წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ამავე წელს მოხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, ხოლო მომავალი წლიდან კი ლანჩხუთის მუნციპალიტეტის. შესაბამისად, სამივე მუნიციპალიტეტს ექნება შემუშავებული დოკუმენტი, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.