სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა

2021-08-11 17:51:00

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოფლებში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია იწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კოვიდსაბჭოს წევრებმა იმსჯელეს იმუნიცაზიის პროცესის მიმდინარეობასა და კორონავირუსთან დაკავშირებით შემდგომი პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე.