რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
2021-08-13 16:40:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილებით დამტკიცებული „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები განიხილეს და შეარჩიეს ის პროექტები, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს; ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი საკითხები და საჭიროებები.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას რწმუნებულის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.