სიახლეები

„სოციალურმა სივრცემ“ ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოს დამცველის მოძრავ გამოფენას - „ბუნების სტუმარი“ უმასპინძლა

2021-08-14 18:16:00

შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მდებარე „სოციალურმა სივრცემ“ ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოს დამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის, მოძრავ გამოფენას - „ბუნების სტუმარი“ უმასპინძლა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში თომას მიულმანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

მუსიკოსთა პარკმა გამოფენას პროექტის „გამოღვიძება“ ფარგლებში უმასპინძლა, რომლის მიზანიც ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაა.

„სოციალურ სივრცეში“ განთავსდა ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოს დამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის ნამუშევრები, რომლებიც ეკოლოგიური თემატიკის ნახატებს მოიცავს.

ღონისძიებაზე შეკრებილ ადამიანებს საშუალება ჰქონდათ პროექტის „ბუნების სტუმარი“ ფარგლებში გამოფენილი ნამუშევრები დაეთვალიერებინათ, ხოლო ოფიციალური ნაწილის შემდეგ, „სოციალური სივრცის“ სცენაზე ავსტრიელი მუსიკოსისა და ეკოაქტივისტის მანუ დელაგოს პერფორმანსს დასწრებოდნენ.

გამოფენა საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ინიციატივით და ვენაში ჰუნდერტვასერის ფონდთან თანამშრომლობით ჩატარდა.