სიახლეები

საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა

2021-08-16 16:15:00

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილეებთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპული გმირის ხსოვნას.

„ფასდაუდებელია ზაზა დამენიას ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე, მისი საქციელი კი ყველასთვის სამაგალითო,“- აღნიშნა რწმუნებულმა.

კაპრალი ზაზა დამენია ვაზიანის მეთერთმეტე მექანიზირებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში მსახურობდა. იგი 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.