მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა
2021-08-16 16:55:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე რეგიონში მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების გზებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.