სიახლეები

გურიის რეგიონში სოფლის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

2021-08-18 11:11:00

გურიის რეგიონში სოფლის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაციის მიმდინარეობის პროცესს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე გაეცნო.

მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიებში ადგილზე რეგისტრაციით არის შესაძლებელი. აღნიშნული ამბულატორიები აღჭურვილია იმუნიზაციისთვის საჭირო ყველა ინვენტარით. სოფლებში ვაქცინაცია, ამჯერად, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით არის შესაძლებელი.

გურიის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სხვა ვაქცინებით შეუფერხებლად მიმდინარეობს ლანჩხუთის ,,მედალფას“ კლინიკასა და ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“, ჩოხატაურის კლინიკებში -,,მედალფა“ და „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“, ასევე, ოზურგეთში- კლინიკა „მედალფაში“ და შეკვეთილში, ემერჯენსის შენობაში - სამედიცინო ცენტრ ,,დოსტაქარში“.