სიახლეები

გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოს მთავრობა დაეხმარება

2021-09-23 11:04:00

გურიის რეგიონში გუშინ მოსული ძლიერი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოს მთავრობა დაეხმარება.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის განცხადებით ამ დროისთვის ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიის ზონებში მუშაობს, ზარალის დათვლის დასრულების შემდეგ დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა მოხდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძემ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს. სააგენტო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საწყის ეტაპზე, უსაფრთხო გარემოში, დროებით საცხოვრებლით უზრუნველყოფს. სამომავლოდ კი განიხილება, მათი მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.