სიახლეები

სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა

2021-09-27 14:29:00

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

,,27 სექტემბერი ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. ეს არის დღე, რომელიც არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას. საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. აფხაზებთან მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არ გააჩნია. მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ შერიგებისკენ, საქართველოს გაერთიანებისკენ“, - აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.