სიახლეები

გურიის რეგიონში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

2021-10-04 16:49:00

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს გურიის რეგიონში როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.

სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ გუთურისა და სოფელ ერკეთის ახლადაშენებულ სკოლებს ესტუმრა, მოსწავლეებსა და პედაგოგებს საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება მიულოცა. ასევე, ეწვია ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას.

გურიის რეგიონში საკლასო ოთახებში სწავლა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.