რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილებით დამტკიცებული „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადება განიხილეს და დასაფინანსებლად შეარჩიეს პროექტი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირების მიზნით; საბჭოზე, ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დაფინანსებული პროექტების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და სახელმწიფო პროგრამის - განახლებული რეგიონების ფარგლებში მიმდინარე პროექტების მიმდინარეობაზე, მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას რწმუნებულის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.