სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ადგილობრივ კოორდინატორს შეხვდა

2021-10-13 17:16:00

სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან ერთად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ადგილობრივ კოორდინატორ ნათია კვიციანს და პროექტის ასისტენტს პაატა შარაშენიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ახალ საპილოტე პროექტზე, რომელიც გურიის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით განხორციელდება და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის უზრუნველყოფას და ადგილობრივი თემების გაძლიერებას.

პროექტი - მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში დაფინანსებულია მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.