სიახლეები

სტიქიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა

2021-10-21 10:05:00

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ლევან ჯაფარიძემ და ზაზა შოშიტაიშვილმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერეს.

სტიქიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა შიდასასოფლო გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები. დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, საყანე ფართობები.

სტიქიის ზონებში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს და ზარალის დათვლის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.