სახელმწიფო რწმუნებული სპექტაკლის „გურიის დედოფალი“ პრემიერას დაესწრო
2021-10-21 16:28:00
სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნციპალიტეტებში გიორგი ურუშაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან თეა წულუკიანთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის თეატრის 154-ე სეზონის გახსნას და რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული სპექტაკლის „გურიის დედოფალი“ პრემიერას დაესწრო.
სპექტაკლი გურიის სამთავროს უკანასკნელი დედოფლის, სოფიო წულუკიძე-გურიელის ცხოვრებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.
საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, რეაბილიტირებულ შენობაში ოზურგეთის თეატრმა სეზონი უკვე მეორედ გახსნა.