სიახლეები

რწმუნებულმა პროგრამის ,,განახლებული რეგიონები'' ფარგლებში ლანჩხუთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

2021-11-10 10:57:00

სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში, ნოე ჟორდანიას ქუჩაზე, გარე ფასადების განახლება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი, ცენტრალურ მოედანს, პარკსა და საავტომობილო მაგისტრალის შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.