სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებს შეხვდა

2021-11-19 17:51:00
სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძემ, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
 
,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ გეგმავს ორგანიზაციის ოზურგეთის ფილიალის განვითარებას, სადაც მოხდება ისეთი სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, როგორიცაა: მოხალისეების განვითარება, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა და კატასტროფების მართვა. აღნიშნული ინიციატივის განსახორცილებლად საჭიროა ადამიანური რესურსი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით მობილიზდება. მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორცილების მზაობა გამოთქვეს.