სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ჭადრაკის მუნიციპალური ჩემპიონატის ფინალს დაესწრო

2021-11-29 15:52:00

ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში 2021 წლის მუნიციპალური ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ზაზა შოშიტაიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ტურნირის პრიზიორები გახდნენ: I ადგილი - თენგიზ თოიძე, II ადგილი - გივი სიამაშვილი, III ადგილი - გიორგი გოგოლაური, IV ადგილი - ნიკოლოზ ბარამიძე, რომლებიც მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატში მონაწილეობას 12 გამორჩეული მოჭადრაკე იღებდა, ასპარეზობა წრიული სისტემით მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა ასაკის ტიტულოვანი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას; აღნიშნული ღონისძიება გახლდათ შესარჩევი ტური გურიის ჩემპიონატისთვის, რომელშიც ოზურგეთიდან 4 მოჭადრაკე იასპარეზებს.

ჩემპიონატის ორგანიზატორები გურიის ჭადრაკის ფედერაცია და ააიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება გახლდათ.