სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

2021-12-01 16:34:00

სახელმწიფო რწმუნებულის ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და მათი დაფინანსების საკითხი განიხილეს;

საბჭოზე, ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დაფინანსებული აქტივობების, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და სახელმწიფო პროგრამის - განახლებული რეგიონების ფარგლებში არსებული პროექტების მიმდინარეობაზე, მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.