სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 50-მა ოჯახმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღო

2021-12-10 16:12:00

სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, საკრებულოს წევრებთან და ,,წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოჯახები მოინახულეს.

სოფლებში - ნატანებში, შრომაში, თხინვალსა და მერიაში, ადგილობრივებს საკვები და სამომხმარებლო პროდუქტები გადასცეს.

ჰუმანიტარული დახმარება ჯამში 50-მა ოჯახმა მიიღო.