სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

2021-12-13 19:40:00

 

 

 

 

 

 

 

 

 

სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილებით დამტკიცებული „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და მათი დაფინანსების საკითხი განიხილეს. ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე.