სახელმწიფო რწმუნებული პოლონეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, პოლონეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტბსა და პოლონეთის რესპუბლიკის ევრორეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია ,,ბაგ“-ს შორისურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელება, აგრეთვე, თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სფეროში.
მემორანდუმის გაფორმება პროექტის „ტურისტული ბრენდი, როგორც გურიისა და ევრორეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერების შესაძლებლობა“ ფარგლებში მოხდა.
მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი რეგიონისა და მუნიციპალიტეტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.