სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ბუკნარში მოსახლეობას შეხვდა

2021-12-17 18:19:00

სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ლევან ჯაფარიძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, სოფელ ბუკნარში მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე რწმუნებულმა ადგილობრივებისგან როგორც სათემო, ისე ინდივიდუალური საჭიროებები მოისმინა. იმსჯელეს  მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელიც  აისახება რეგიონის სამოქმედო გეგმაში.