სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთში მცხოვრებ ღვაწლმოსილ პედაგოგებს საახალწლო საჩუქრები გადასცა
2021-12-29 17:40:00
სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ლევან ჯაფარიძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ღვაწლმოსილ პედაგოგებს ესტუმრა, დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა დამსახურებულ მასწავლებლებს საგანმანათლებლო სფეროში გაწეული ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის , დღეგრძელობა უსურვა მათ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს და პატივს ვცემდეთ ღირსეულ პედაგოგებს.