სახელმწიფო რწმუნებულმა საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
2022-01-02 14:13:00
სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, მერებთან, ადგილობრივი ხელისუფლების და მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ბიუროების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.