რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
2022-01-24 20:12:00
სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №628 დადგენილებით დამტკიცებული ,,2020 - 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის " ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები განიხილეს და შეარჩიეს ის პროექტები, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს. ასევე, იმსჯელეს რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე.