სიახლეები

გურიაში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

2022-01-30 16:58:00

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი უწყების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში: შრომასა და ნატანებში  იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე  გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

კამპანიის ფარგლებში, 50 წლის  და უფროსი ასაკის მოაქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, აცრა სოფლებში, სპეციალურად  მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ ,,სინოვაკის,“ ,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ ვაქცინით. მათ მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალიტები გაუწევენ.

აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის  შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.