სიახლეები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში მეწყრული პროცესი განვითარდა

2022-02-03 19:28:00

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში დიდთოვლობის შედეგად განვითარდა მეწყრული პროცესი და დაზიანდა შიდასასოფლო გზა. სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ლევან ჯაფარისძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, პირადად გაეცნო სოფელში არსებულ ვითარებას. ადგილზე მუშაობენ გეოლოგები, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და მოსახლეობამ შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მუდმივ კომუნიკაციაში არის მოსახლეობასთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალური დაეხმარება გაუწიოს მათ.