ნასაკირალის 8,5 კმ-იანი მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
2022-02-19 12:53:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ოზურგეთში, ნასაკირალის 8,5 კმ-იანი მონაკვეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სოფელ ბახვის გადასახვევიდან - დვაბზუს მიმართულებით ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გაგრძელდება და პროექტი 2022 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.