სიახლეები

სოფლად ვაქცინაციის კამპანია გურიაში გრძელდება

2022-02-21 16:10:00

იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ - 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის მიზნით, გურიის მუნიციპალიტეტების სოფლებში ვაქცინაცია გრძელდება.

მიმდინარე პროცესს ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი ადგილზე გაეცნო .

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, აცრა სოფლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ ,,სინოვაკის“, ,,სინოფარმის ‘’ და ,,ფაიზერის“ ვაქცინით. მათ მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები გაუწევენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.