სამხარეო ადმინისტრაციაში მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2022-02-22 18:06:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონში მოქმედი და დამწყები მეწარმეებისთვის სხვადასხვა საგრანტო პროგრამის გაცნობასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, მეწარმეები გაეცნენ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და GITA-ს საგრანტო კომპონენტებს და ასევე, USAID-ის მიმდინარე პროექტებს.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან ჯაფარიძე და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.