რწმუნებულის მოადგილემ იუნკერის მაკარ ბურჭულაძის საფლავი ყვავილებით შეამკო
2022-02-25 15:45:00
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გურიის მხარეში ზაზა შოშიტაიშვილმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს უფროსსთან გელა ბაქანიძესთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იუნკერის - მაკარ ბურჭულაძის საფლავი ყვავილებით შეამკო.
ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია შემოიჭრა საქართველოში და შემდგომ ანექსია მოახდინა.