სახელმწიფო რწმუნებული Open Net-ის წარმომადგენლებს შეხვდა
2022-03-05 11:18:00
სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან ერთად, კომპანია Open Net-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროგრამის ფარგლებშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში ინტერნეტიზაციის სამუშაოებისდაწყებისთვის უკვე გამოცხადებულია ტენდერი გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად.