სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა 8 მარტი სხვადასხვა სფეროში დამსახურებულ ქალბატონებს მიულოცა

2022-03-08 17:30:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვლთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღე, გურიაში ხელოვნების, ჯანდაცვის და განათლების სფეროში დამსახურებულ ქალბატონებს მიულოცა.
 
,,დიდი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს! უმნიშვნელოვანესია თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გისურვებთ მშვიდობას და წარმატებებს!”- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.