სიახლეები

ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტული სივრცე სპექტაკლის - „დედაომი“ პრემიერით გაიხსნა

2022-03-09 12:16:00

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტული სივრცე რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის - „დედაომი“ პრემიერით გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი  თეა წულუკიანი,  სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში  გიორგი ურუშაძე, თეატრის კრიტიკოსები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

დრამატურგის, მსახიობისა და რეჟისორის  დათა თავაძის პიესა „დედაომი“ თანამედროვეობის აქტუალურ თემებს, ომსა და ოკუპაციას ეხება.  პიესა 2008 წლის ომის ინსპირაციით შეიქმნა და მასში მოთხრობილია ადამიანების მდგომარეობა ომის დროს - როგორ იბრძვიან ისინი გადარჩენისათვისა და სიცოცხლისათვის. ასევე, ნაჩვენებია, თუ როგორ მოქმედებს და რა გავლენას ახდენს ომი ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე.