სიახლეები

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გურიის რეგიონის მასშტაბით 10 ტონამდე ტვირთის მობილიზება მოხდა

2022-03-10 21:38:00

პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

გურიის რეგიონიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი დღეს გაიგზავნა. პროცესის მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამივე მუნიციპალიტეტში პირადად გაეცნო.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რეგიონის მასშტაბით 10 ტონამდე ტვირთის მობილიზება მოხდა.

,,გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი სამივე მუნიციპალიტეტში შეგროვდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს,სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. მუნიციპალიტეტებმა სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს თანხები, რომლითაც პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთები და არამალფუჭებადი პროდუქტები იქნა შეძენილი,“- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.