ლევან ჯაფარიძე ,,სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან ჯაფარიძე საერთაშორისო ორგანიზაციის ,,სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა ურთიერთთანამშრომლობის მოდელის დეტალები.
სოლიდარობის ფონდი წარმოადგენს პოლონეთის სახელმწიფო სახაზინო ფონდს და აგრძელებს მუნიციპალიტეტების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესის განვითარებას.
ფონდი მზადაა, შესთავაზოს მუნიციპალიტეტებს გურიაში:
-ოზურგეთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (LSG) 12 მოტივირებული წარმომადგენლის მონაწილეობა ტრენინგში, საგანმანათლებლო პროგრამაში, "Academy of Fundraising", რომელსაც ის განახორციელებს ოზურგეთში 2022 წლის მარტიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით;
- პროექტის „მზადყოფნა ენერგო-ეფექტური (EE) გადაწყვეტილებებისთვის" განხორციელება, რაც დაეხმარება ჩოხატაურს ენერგიის დაზოგვის პოტენციალის იდენტიფიცირებაში ენერგო-ეფექტური (EE) ღონისძიებების შედეგად. SFPL-მა უზრუნველყო სახსრები პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის;
- პროექტის "ყოვლისმომცველი, მოდერნიზებული ახალგაზრდული ინფრასტრუქტურა ოზურგეთში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და სოციალურ პარტნიორებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობის ხელშესახები მაგალითი ექსტრა-ბიუჯეტური გრანტების მართვაში", რაც დაეხმარება ოზურგეთს, შექმნას ხელსაყრელი გარემო ახალგაზრდებისთვის რეგიონის განსავითარებლად. SFPL-მა მოიპოვა სახსრები „ახალი დემოკრატიის ფონდიდან“ ოზურგეთის ადგილობრივი განვითარების მხარდასაჭერად.