სიახლეები

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის ღონისძიება გაიმართა

2022-03-21 17:03:00

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში  დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ღონისძიების ბოლოს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

 

,,დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ჩვენი ხელისუფლება  მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს  სხვადასხვა სფეროში, მუნიციპალიტეტები კი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს პროგრამულ დახმარებას უწევენ  და რეაბილიტაციისათვის საჭირო კურსებს უფინანსებენ; ამგვარად ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ თანასწორი საზოგადოება, სადაც მნიშვნელოვანია არა ქრომოსომების რაოდენობა, არამედ ზრუნვა და თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის სრულად რეალიზაციისთვის“,- აღნიშნა ქეთევან მოისწრაფეშვილმა.

 

ღონისძიება  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.