სიახლეები

გურიის რეგიონში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოეწყო

2022-03-22 14:01:00

გურიის რეგიონში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოეწყო. აღნიშნულ აქციაში ჩაერთვნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლები, რომლებმაც დანაგვიანებული ტერიტორია დაასუფთავეს და მყარი ნარჩენებისაგან გაწმინდეს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე,  საქართველოში  მიმდინარეობს წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რაც ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ითვალისწინებს და გეგმავს  საქართველოში მდინარეთა სააუზო მართვის   დანერგვას.

 

დასუფთავების აქცია კამპანია ,,ლურჯი ნაკადული"-ს ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ინიციატივით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით ჩატარდა.

 

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ 22 მარტს აღინიშნება.