პროექტის ,,EU4ITD ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი საპილოტე რეგიონებში'' ფარგლებში გურიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პროექტის ,,EU4ITD ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი საპილოტე რეგიონებში" ფარგლებში გურიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში ქეთევან მოისწრაფეშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. პროექტი განხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ, რომლის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 7,5 მილიონ ევროს.
პროექტი გახლავთ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიება, რომლის საერთო მიზანია თბილისისა და ბათუმის გარდა მიზიდულობის სხვა ცენტრების ეკონომიკური და სოციალური გააქტიურება. აღნიშნული განხორციელდება ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების მიდგომის მეშვეობით და სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფაქტორების გათვალისწინებით, აგრეთვე, დაინტერესებული მხარეების (მაგ. მოქალაქეები, ბიზნესი, აკადემიური წრეების) ჩართულობით.
სამუშაო შეხვედრაზე მოხდა პროექტის გუნდის წევრების მიერ დამსწრეთათვის პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა და მუნიციპალური საპროექტო იდეების მოსმენა.