სიახლეები

გიორგი ურუშაძე სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

2022-04-01 10:25:00

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან ერთად, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებულ სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს.

 

პროექტის მიზანია, დამსაქმებლისა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმით, შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები.

 

დასაქმების მსურველებს ცენტრი შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით.

 

ცენტრის სერვისებით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

 

პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "განათლება დასაქმებისთვის" (Skills4jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG),

საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ორგანიზებით.