სიახლეები

სამხარეო ადმინისტრაციაში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს

2022-04-06 16:41:00

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი და CENN - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი ნინო თევზაძე დაესწრნენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს. მერაბ გაფრინდაშვილმა გურიის რეგიონში ბუნებრივი კატასტროფების შესწავლის, შერბილებისა და მართვის კუთხით პრეზენტაცია წარადგინა, ასევე, 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2022 წელს მოსალოდნელ პროგნოზებზე ისაუბრა.