სიახლეები

გურიაში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

2022-04-08 11:05:00

ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გურიაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით მეწარმეების მაქსიმალური თანადაფინანსება განხორციელდება.

 

აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმეწარმეებს  ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაშა ბოსტაშვილმა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა მიაწოდეს. შეხვედრას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

 

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოს ეგიდით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაფინანსდება ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართელოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, გარდა აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული და 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებისა. პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.

 https://www.enterprisegeorgia.gov.ge/.../Busi.../microgrants

 

#სრიგპ #გურია #EU #PIRDP