სიახლეები

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

2022-04-11 18:01:00

 გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“-ს წარმომადგენელთან ერთად სამივე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

 

 შეხვედრაზე მათ ახალი პროექტის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია, რომელიც დასაქმებისა და სწავლის შესაძლებლობას აძლევს რეგიონის მცხოვრებლებს; პროექტის მიზანია:  შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით;

 

 

პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ,,განათლება დასაქმებისთვის" (Skills4jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ორგანიზებით.